შუალედი - დან - მდე
 
 


№1. წერილი


№1. დღიურიდან.

რამდენჯერო მსურდა, რამე მეთქვა მისთვის და ვერას დროს ვერაფერს ვერ ვეუბნები. როდესაც [შენ] ჩემს ახლო [ხარ] ვხედავ, რაღაც ჩვეულებრივი და ისეთივეა [ხარ], როგორიც ათასობით სხვები არიან, მაგრამ როცა [არა ხარ] არ არის ან შორსაა [ხარ], [შენ] ის რაღაც მიუწვდომელ არსებათ მეჩვენება, ისეთად, როგორიც იმ ათასში ერთიც არ არის... ამისთვის არ მსურს, [შენს] მის ახლო ვიყვე და მე საშინლად ვიტანჯები მარტოობით.. იცი, მე თანდათან ადამიანებს ვცილდები, რადგან მათში ადამიანის სახეს ვეღარ ვცნობილობ.. [მე გიახლოვდები, რადგან შორსა ხარ, დაგშორდები, ახლო რომ იყვე]..........................................
...ადამიანებს ვშორდები და უფრო მეტს ვკითხულობ. როცა ვკითხულობ, მუდამ გიგონებ.. ეხლა კლდიაშვილის ახალ მოთხრობას ვკითხულობ, [სადაც ვიღაც რჩეული] რომელშიაც მოთხრობის გმირი, ბ-ნი „თევზაძე“ სიყვარულით იტანჯება, მშვენიერი მოთხრობაა.. ვკითხულობ მეორეს - პშიბიშევსკის „ანდროგინას“. ეს კი სერიოზულია... აქ [რაისა მაგონდება] შენ მაგონდები, ძვირფასო „მეგობარო!“.........................................................................................................................................................................................
.................................................................................................................................................................................................
როცა ერთმანეთსა შევხვდებით, არაფერი მითხრა.. რადგან მე სიტყვები მძულს... მოიქეცი ისე, რომ მე ვიგრძნო, თუ რაგვარად გეზიზღები, ეს უფრო საჭიროა ჩემთვის, ვინემ თვით სიყვარული.. [მე აღარავის ვთხოვ სიყვარულს... მე ორი სიყვარული დავმარხე, პირველი საუცხოვო იყო, მეორე - უნამუსო ქალთან].........................................................................................................................................................................................
.................................................................................................................................................................................................

როცა ერთმანეთს შევხვდებით, ნუ მაგრძნობინებ, ღვთის გულისთვის, რომ შევცდი დღიურიდან ამ ორი სიტყვის ამოწერით.....................................................................................................................................................
.................................................................................................................................................................................................
ნახვამდის, ჩემო „მეგობარო!“
ამ გვარ წერილებს ხშირადა ვსწერ მე მეგობარს და ასე ვათავებ: მეგობარო, მე მიყვარს, და ამიტომ არის შუა-ღამისას ერთხელ მის ფანჯარასთან რომ გავათენე-მეთქი. გეშინოდეს... ეს ყოველ თამაშგარე ხდება.
[შენი სიჩუმე მეტყვის: „კიდევ მომწერე.. კიდევ!“].

გ. ტაბიძე


[1910-იანი წლები]