შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 27


ოლია!

სწერ თუ არა ჩემზე წერილს? უსათუოდ უნდა დამახვედრო, იცოდე. როდესაც ჩამოვალ, ჩემი წიგნი უნდა გამოვცეთ რუსულად - თარგმანები.. აქ იყო იგორ სევერიანინი.. გავიცანი.. ძალიან კარგი კაცი ყოფილა. ჰო, მართლა, ამასწინად შენი დედა შემხვდა და საყვედური მითხრა, რომ წერილებს არ გწერ... ძალიან აღელვებული იყო.
ყოჩაღად იყავი, ოლია!
როდესაც ჩამოვალ, ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ, წამოსვლას შეგატყობინებ დეპეშით. ეხლა კი მშვიდობით...

შენი გალაკტიონ ტაბიძე

[29 იანვარი, 1917 წელი]