შუალედი - დან - მდე
 
 


ადეიშვილ მაკრინეს - გალაკტიონი - 3


ძვირფასო დედა!

შენთან ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენ [ხანს] ვერ ჩამოვედი. მაგრამ იმედი მაქვს, ძალიანაც არ იწუხებ. მე ძალიან მალე ჩამოვალ. აქ იმდენი საქმეები მაქვს, და ისე დიდი საქმეები, რომ ნებას არ მაძლევს, ასე ადვილად მივატოვო ქუთაისი.
მშვიდობით, საყვარელო დედა!
მე მალე ჩამოვალ.
შენს ამბებს ყოველთვის ვტყობილობ. მადლობა ღმერთს, რომ ავად არ ყოფილხარ.
ეხლა გამაგრდი, დედა! მთელი ქვეყანა გახარებულია თავისუფლებით. შენც უნდა იყო მხიარულად. მე სხვაფრივ კარგად ვარ.

შენი ერთგული და მუდმივად მოყვარული შვილი გ.

[მარტი, 1917]