შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 42


სალამი ნინას და გალაკტიონს!

5/VIII ჩამოვედი კისლოვოდსკიდან. ისე გავატარე ერთი თვე, რომ სამი დღე არ გამომივა დასვენება. მუდამ ტკივილები მქონდა. მკურნალობდნენ ნარზანით, ტალახით, ელექტრონით და ჯერჯერობით შედეგი არაფერია. აწი რა ვიცი, როგორ იქნება ჩემი საქმე?
მე ბენო არ მინახავს – ვეღარ მოვასწარი ნახვა, უთუოდ თარგმნის. იყავით მუდამ კარგად. ჯანმრთელობაზე უძვირფასესი არაფერია.

აბესალომი

7/VIII. 48 წ.