შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 36


ძმაო გალაქტიონ!

გისურვებ კარგად ყოფნას და მუდამ წინსვლას სულ ახალ-ახალ გამარჯვებებისაკენ!
„Заря“-ში წავიკითხე რეცენზია შენი III ტომის. მკითხველი საზოგადოება უთუოდ დიდი ინტერესით მოელის ახალ ნაწარმოებს, თებერვლის დღეებისათვის რომ უნდა გამოვიდეს... კარგია, როდესაც პოეტი ღებულობს უდიდეს ჯილდოს: ხალხის სიყვარულს.
ეხლა ჩვენ პატარა საქმეებზე ვილაპარაკოთ: რა ქენი? უთუოდ შეიტანდი განცხადებას ეზოს შესახებ.
ახლა ერთი პატარა საქმეც. ამ წერილს რომ მიიღებ (ნუ გადადებ შენებურად შემდეგისათვის), მიდი განათლების კავშირის თავმჯდომარესთან, უკიდურეს შემთხვევაში, ტელეფონით დაელაპარაკე და შეეკითხე შემდეგი: (პირველად ოფიციალურად გააცანი შენი თავი) ჩემი ძმა პროკლე ვასილის ძე ტაბიძე ამჟამად მსახურობს მასწავლებლად სამტრედიის რკინიგზის სკოლაში. რკინიგზის სკოლების სამმართველომ აღძრა შუამდგომლობა მისთვის დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭებაზე – ეს საბუთები თქვენთან ყოფილა წარმოდგენილი და ის თქვენგან უნდა წარდგინდეს უმაღლეს საბჭოში. როგორაა საქმე, განიხილეთ თუ არა საბუთები და აღძარით შუამდგომლობა ამის შესახებ თუ არა-თქვა?
რაც გიპასუხოს, მაცნობე.
ეს საჩქარო საქმეა. 27 წელიწადია ვმუშაობ და თუ სხვები იღებენ ასეთ წოდებას, მე რა დამიშავებია?
აუცილებლად ეს საქმე გააკეთე!
სალამი ოლგა იურიევნას!

აბესალომი

22/I. 41 წ.