შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 21


ძმაო გალაქტიონ!

თითქმის თვე სრულდება, რაც წასული ხარ და ერთი წერილიც არ გამოაგზავნე. რატომ არ გვაცნობე, როგორ იმგზავრე და ან როგორ ხარ? პალტოს შესახებ როგორ მოიქეცი?
გალაქტიონ! თუ ძმა ხარ, მომწერე ოლიას მისამართი. შენ მეუბნებოდი, ყირიმში არისო. მომწერე გარკვევით. რამდენი ხანია მინდა, რაღაცეების გაგზავნა, მაგრამ მისამართი რომ ვერ გავიგე სწორი – ტურკესტანი, ოდესა, მოსკოვი – სად – არ ვიცი?
ხელთნაწერების შესახებ როგორაა საქმე? ანდა, პენსიის კითხვა როგორ ირკვევა?
ყველაფერი დაწვრილებით...
მოკითხვა დედამ, ტატიანამ და პატარა ვასიკომაც.

შენი აბესალომი

1 ოქტომბერი, 1930