შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 15


ძმაო გალაქტიონ!

ბიჭო, ასე მალე დაგავიწყდა ნათქვამი სიტყვა. ასე არ მითხარი, „20“ წამოვალო. თვალი გზისაკენ მაქვს და შენ არა ჩანხარ. სირცხვილია, სხვა რომ არა იყოს. დედა მოუთმენელათ მოგელის და შენი ჯავრით არ არის. თუ მას რაიმე დაემართა, შენი ბრალი იქნება და მე და შენ გლახათ გამოვსწორდებით. აბა! საჩქაროთ, წერილის მიღებისთანავე, ადექი, წამოიღე წიგნები, გაზეთები (შენი) და ორი კვირით აუცილებლათ ჩამოდი. აბა, ეხლავე, ნუ ჭოჭმანობ! აბა, ქალაქის სადგურზე მიდი, ბილეთი აიღე, დილით იქნები სამტრედიაში, სახარჯო იქონიე. სამტრედიაში დელეჟანი მანეთს გადაგახდევინებს და მეორე დღეს ჭყვიშში იქნები.
ჩქარა! ნუ ჭოჭმანობ! სირცხვილია! გელით! აუცილებლათ!
ბიჭო, კიდევ გაჩერებული ხარ? წადი ჩქარა, ბილეთი იყიდე!!

აბესალომი

22 ივლისი, 1927