შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 4


ძ. გალაქტიონ!

მივიღეთ შენგან გამოგზავნილი ბარათი, რომელმაც ძალიან ცუდ ხასიათზე დაგვაყენა. უცნაური კილო, ვიღაც მტრებზე ლაპარაკი და სხ... ამავე დროს არაფერს იწერები შენს ეხლანდელ მდგომარეობაზე, ჩამოსვლაზე და სხ... ნუ თუ ასეთი გამოურკვევლობა იქნება? ნუ თუ ერთხელაც არ გაგახსენდება სახლი, დედა, ძმა. იწერები რაღაც დახმარებაზე. აბა, ვინ გეხვეწება. შენი დახმარება ის იქნება, თუ კარგათ იქნები, თავს მოუფრთხილდები და რაიმე გზას დაადგები. დედა დაჟინებით გთხოვს, შენი ხაბაკით ჩამოხვიდე. სხვა შენ იცი. მომწყინდა ამდენი წერა. ვიცი, წაიკითხავ და სადმე მიაგდებ ისე, რომ არც ჩაფიქრდები.

აბესალომი

6. VI. 1915