შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 1


ძვირფასო ძმაო გალაქტიონ!

ვისურვებ შენს კარგათ ყოფნას. სხვა, როგორ ხარ, რას შვრები. შენ რომ დამაბარე სემინარიიდგან და ინსტიტუტიდან ამბავი გამიგეო, ჯერ ვერაფერს მოგწერ იმის მეტს, რომ წელს ბევრი მოწაფეები მიუღიათ მესამე და მეოთხე კლასებში სემინარიაში. ინსტიტუტში ჯერ არ ვყოფილვარ, შენთვის უმფრო ხელ საყრელია სემინარიაში შემოსვლა. ეს არც ისე ძნელია, თუ სურვილი და ბეჯითობა გექნება. დაწვრილებით ყორისფელს მოგწერ მაშინ, როდესაც შენგან წერილს მივიღებ, თუ სად იქნები? ინსტიტუტშიაც გაგიგებ ამბავს უსათუოთ. შენ გაისად სასწავლებელში უნდა მოხვიდე. ეცადე რამე ნაირად, მასწავლებლობა იშოვე ისევ. შენი პოემა ჯერ არ მიმიტანია ამ ორ-სამ დღეში მივიტან. წერილი მალე გამომიგზავნეთ ორთავემ, თუ გინდათ, ჩემგან წერილი მიიღოთ. მომწერეთ, თუ გადავიდნენ მანჯგალაძე და ადეიშვილი, ან ფული თუ მოგცათ.

აბესალომი

ორშაბათი, 7 სექტ. [1911]