შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 28


ოლია!

მე შენ წერილებს ყოველთვის გიგზავნიდი და გიგზავნი. ზოგიერთებზე ადრესები კარანდაშით იყო დაწერილი და, ალბად, დაიკარგა. რა ამბავია ამდენი ტელეგრამები? შენც ძალიან კარგად იცი, რომ წერილის გამოგზავნა ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს... საქმე ძალიან არეულად მაქვს... ღმერთმანი ყველაფერი მომწყინდა... ვერაფერი სალდათობას ვერ მოვუხერხე.. ჯერ არც კი გამოვცხადებულვარ. გამოვცხადდები მალე - და შემდეგ პირდაპირ მოსკოვში!! მოვდივარ ტრიუმფით... აქ ცოტა გაჭირვებას ვიტან და ნუ გეწყინება, თუ ხშირად ვერაფერი მოგწერო. ასეა, ოლია, საქმეები. სულელო, სულელო! შენ რატომ არ უფრთხილდები შენს თავს? სულელო! უბედურო! აამოძრავე ცოტა თავში ტვინი და იცხოვრე გონიერად... ავად არ გახდე - თორემ ვერავინ გიშველის. სწერ რამეებს? კითხულობ? სწავლობ? მე სრულიად არაფერს არ ვაკეთებ.. ღირს განა ქართველებისთვის თავის გაწირვა? გავიგე, რომ სამსახურში ყოფილხარ. კარგია. იყავი ყოჩაღად.

შენი გ.

[29 იანვარი, 1917]