შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 17


დაგვიანებული სალამი ჩემს ოლოლს.

ოლია, შენი ორი წერილი ეხლახან მივიღე, რადგან ადრესი [შეცვლილიყო] მართალი არ იყო, ამიტომ მთელი თითო კვირა ეარნა სხვადასხვა ქუჩებში ჩემს წერილებს. წერილი გამომიგზავნე ამ მისამართით: Кут., III Алекс., д. Григория Хачатурова.
ადრესი დაიხსომე.
სხვა, მე ძლიერ მოწყენილათა ვარ მას მერე, რაც შენ წადი. ყველაფრის ხალისი დამეკარგა, ნამდვილმა "ხანდრამ" გარემომიცვა.
შენ რაღაც საიდუმლოებაზე მესაუბრები მეორე წერილში. ეტყობა, ღრმა საიდუმლოება არის, თორემ ისე როგორ იტყოდი, რომ სიკვდილამდე მას არ გაამხელ? მე [კი სხვა] კიდევაც ვგრძნობ, თუ რა უნდა იყოს შენი საიდუმლო... (ქალის საიდუმლო ყოველთვის ძლიერ გამჭვირვალეა).. და თუ ისეა, მე როგორც ვფიქრობ...
სხვა, მე ერთი პატარა ლექსი დავსწერე, რომელიც მსურს, შენ მოგიძღვნა, ჯერ-ჯერობით მშვიდობით.. ლექსს მალე დავბეჭდავ, ეხლა კი იმგვარ ხასიათზე ვარ, რომ არც ერთი სტრიქონის მეტის დაწერა არ შემიძლია!

მარადის გ.


P. S. ადგილის დატოვებაზე იწერები... მე მანდ არა გამეგება რა!
მოკლე ხანში ვრცელ წერილს გამოგიგზავნი.
მშვიდობით, ოლოლ! მშვიდობით.

[1916 წლამდე]