შუალედი - დან - მდე
 
 


ადეიშვილი მაკრინე - გალაკტიონს - 1


ფიქრიდან განუშორებელო შვილო ჩემო გალაკტიონ!

პირველად შენ მშვიდობას და კარგად ყოფნას ჩვენ მოწყალე ღმერთს ვსთხოვ. ამას გარდა, ჩვენ, შვილო, კარგათ ვართ, შენი ჯავრის მეტი არა მიშავს. შენ რაკი ჩემთან იყავი მიჩოული და მე შენთან და ეხლა მოშორებული მყავხარ, თუ ივარგებ, არ მგონია. რა ვქუნა, ამ წროულათ არაფერი მეხერხება, ისეა ჩემი საქმე და ეხლა შენი საქმე. აჰა, შენ იცი, თუ ივარგებ.
თავი საქმეა ყოფაქცევა და მერმეთ კარგი სწავლა, კარგი, თვარა გაჭივრებული სწავლა რა არის, უნდა ათქმოვიო ვინმეს, სწორეთ კარგად სწაულულობსო, და კარგი ყოფაქცევის არისო. მე გული მომიკტა, რომ მელაპარაკებოდენ, თუ რაღაც მიზეზი არ იყოსო ან სწავლით ან ყოფაქცევითო. დედმამიანებს მიცესო ტანისამოსიო. სხვის მხრივ მოსე თებძაძის შვილსაც მიცესო. ეხლა ვფიქრობ, შენიშნვა ქონია რაღაცა, ისპეკტორმაც გვითხრა და ისიც მითხრა, თუ გასწორდება და მათ კარგ ყოფაქცევას და კარგ სწავლას შეგვახედებს, უსათუოთ ჩვენგან ყურის გდება და შებრალება ექნებავო. მე რა ვქუნა, არაფერი მეხერხება აღარა. რაცხა პატარა სადგამური დედლები, ქათმები იყო, გაერია ჭირი, ახოცა და სხვა რაღა არის, შენც კი უნდა იცოდე შენი ოჯახის გარეშე. აბა, თუ კარგათ, ჭკუიანათ გაუძღვები შენს თავს, თვარა შენ თვითონ გეზარალება, შვილო, ამ წელიწადნახევარს არის შენი საქმე, ისახელე თავი, დედა, ბიძაშენმა ასე თქვა, გაანებოს იმან სხვა ქაღალდების კითხვას თავიო, გაათავოს ოთხი კლასი და, დარიგება, თუ გინდა შენი თავის სიკეთე. სხვა მერმეთათ მეესწრება სხვა ქაღალდების, წიგნების კითხვასო. გაიგონე, შვილო, ჩვენი შვილო, გავიგე, რომ ფული მოუციათ შენთვის. მე ასე მივიღე, რომ გინდა ასი მანეთი ყოფილიყოს, ეხლა შევიარე ყველა და ამ სამი მანეთის მეტი ვერ ვიშონე, დაამატე იმგენის მოცემულს და დესპინეს მიეცი და ასთე უთხარი მაქ ყველას, თადეოზი თუ შამოვიდეს, ხაზაიკასთვის ჯერ სულ ფული არ მიგვიცია-თქო, იქნებ თვითონ დაუტიოს კიდომ დესპინემ. ასთე უთხრას, მე მაკრინეს ფულს არ უთული, როგორც შენ დამაბარე-თქო, შენ როგორც დაგითხოვონ ყველიერში, მაშინათვე წამოდი. ჭკუით, არაფერი მეიწიო. ხო იცი, ალექსანდრე რა ჭკუიანათ მგზავრობს მარტო და შენც ჭკუით იმგზავრე, დედა. უსათუოთ არ გაჩერდე. აქ მომიწყობ ხელს და იქნება შენთვის ფული ვიშონო ან ოტკა გამოვხადოთ. მე მარტო რა ვქუნა. სხვას რომ უთხრა, ის კიდო წაიღებს ამდენ როდისა, შენ გიგზავნი გზის ფულათ სამ აბაზს, ახერხე, ნახევარი ბილეთი აიღე, ფული არ დაგეკარგოს, დესპინეს მიაბარე. აპა, შენ იცი, ეს წერილი მალმალ წაიკითხე. შენი ერთგული დედა.

მ. ტ.

სამფეხა წამომიღე, ჩემი დედეი, საჭირო არის.


[1907]