შუალედი - დან - მდე
 
 


ადეიშვილ მაკრინეს - გალაკტიონი - 4


ძვირფასო დედა. გისურვებ დიდი ხნისა და ჯანმრთელ ცხოვრებას. გავიგე, რომ თქვენს ცხოვრებაში ცვლილება მომხდარა და ძალიან მიხარია: ჩემი სალამი ჯერ უცნობ ჩემს მეგობარ ქალს, მხურვალე სალამი!
მე კარგად ვარ. ველი ახალი წიგნის დაბეჭდვას. ვცდილობ, მალე მოვიშორო საქმეები და გინახულოთ.
ოლიაც კარგად არის და მოკითხვას გითვლისთ.
მაშ ასე, ნახვამდის. მომწერე წერილი. სალამი ყველას.
მარადის თქვენი გალაკტიონი

15 თებერვ. [1928]