შუალედი - დან - მდე
 
 


სადეკადო მზადება


1
თანამედროვე პროზას
თუ გამოვაკლებთ ოზას,
დარჩება მხოლოდ პრ - და
პრ-საც წუნი აქვს მუდამ.
თუ შეუერთდა „პრ“ - წუნს,
მივიღებთ... პრუწუნ-პრუწუნს!

2
პოეზიაშიც ფ-ს და ბ-ს
აღარ განარჩევს ბულბული.
მღერის: სულ ფულ-ფულ,
ფულ-ფულ-ფულ, ფულ-ფული!

[1958]