შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ამაოდ ელი...


ამაოდ ელი
             წერილზე პასუხს.
აწ არავისზე
            არავინ არ სწუხს.
ყოველი ყოველს
            უმზადებს მარწუხს.
ამაოდ ელი
            წერილზე პასუხს.
დაცალიერდა
            საერთოდ გული.
კაცი მგელია
            ან მაიმუნი.

1958 წლის 7 ივლისი
ქ. სოხუმი