შუალედი - დან - მდე
 
 


ნინოშვილის შესახვევი


ნინოშვილის ხანასა ჰგავს
ნინოშვილის შესახვევი,
მიიხვევა, მოიხვევა,
როგორც ყელის შესახვევი.
ქვები მიუყრ-მოუყრია,
ყრია ფუთა შესახვევი.
ჭუჭყიანი საბანია
უსწრაფესად შესახვევი.
გარს ბაწრები მოვლებია,
სულ შესაბოჭ-შესახვევი.
წყალიც ქაღალდისა არის,
მის, თუთუნის შესახვევი.
მთაზე ობლად დარჩენილა
ვაზი ტოტებ შესახვევი.

[1958, 16 ივნისი]