შუალედი - დან - მდე
 
 


ვასო აბაშიძე


მე მახსოვს მისი პატარა ბინა
(იქ უფრო ადრე ვცხოვრობდი წინათ),
რაღაც პატარა, რაღაც ფარული,
ო, შესახვევი თეატრალური.
და უფრო ადრე ცხრაას რვა წელი.
გადაიშალნენ გზები სხვადასხვა.
ცხოვრებამ ბევრი წაიღო სასო,
რა კარგად მახსოვს ძვირფასი ვასო,
რა კარგად მახსოვს მგზნებარე რაშა,
რა კარგად მახსოვს მქუხარე ვაშა,
რა კარგად მახსოვს პატარა ბინა
და ორი თასი რომ გვედგა წინა.

1958 წლის 3 ოქტომბერი