შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სოხუმი... ჩვენი ცხუმი...


სოხუმი... ჩვენი ცხუმი,
იწვის აგვისტოს ალით,
მზე ვარვარა და ჩუმი
აწევს დამწველის ძალით.
სული ეხუთვის პალმას,
გარინდებულან ბზები,
გაკრიალებულ ალმასს
ჰგავს სანაპირო გზები.
ამ წვაში ჩემი ნინა
გაშავდა როგორც ზანგი.
რომ ავიშენოთ ბინა,
რომ ავამღეროთ ჩანგი,
რომ მთის მწერვალებს ტიტანს
ზღვის..........................
რომ მივესალმოთ მთიდან
ზღვაზე მიმავალ გემებს.

6 აგვისტო, 1957 წ.