შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ხალხის ნებაა...


ხალხის ნებაა,
რომ ჩვენს პლანეტას
თანამგზავრები
მოეფინა დღეს.
ორმოცი წელი
დიდი ოქტომბრის
ჩვენ გავიარეთ.
მრავალ ახალ წელს!

მრავალ ახალ წელს,
მრავალ ახალ წელს,
გაიძახის დღეს
მთა და ხეობა.
ვუსურვოთ ყოველ
საბჭოთა ოჯახს
ბედნიერება,
კეთილდღეობა!

დედების ბედი,
შვილების ბედი -
ელის მომავალს
მშვენიერს და ვრცელს.
მშვიდობა ჰფენდეს
ქვეყანას სხივებს,
მრავალ ახალ წელს,
მრავალ ახალ წელს!

ჩვენი სალამი
საბჭოთა ქალებს,
მათ დროშას ასე
დიდებულად მსვლელს.
საბჭოთა ქალებს,
ჩვენს ქართველ ქალებს,
მრავალ ახალ წელს,
მრავალ ახალ წელს!

[1958 წლამდე]