შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ამ ჩემს მაგიდას...


ამ ჩემს მაგიდას რვა უჯრა აქვს...
    საოცარია.
ალბად უცდიდა, როდის მოვა
    ჩემი რვა ტომი.
ცხრაას რვა იყო დასაწყისი,
    რამაც არია
მშვიდი ფაზისი, უმშვიდესი
    პალიასტომი.

1957 წლის 1 ოქტომბერი