შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ვგრძნობთ: არ გვიხსნის...


ვგრძნობთ: არ გვიხსნის ათასგვარი
ბჭობა, მეფე, თუნდაც ღმერთი,
ჩვენი მხსნელი მეგობარი
თვით ჩვენა ვართ ერთადერთი.
რომ გავკვეთოთ ბნელი მკვეთრად
და გავსწიოთ წინ და წინა -
ვანთოთ ქურა, ვჭედოთ მედგრად,
სანამ ცხელი არის რკინა.
ჩვენს მსოფლიო მშრომელთა რაზმს,
კარი არსად დარაზოდეს -
ჰფლობდეს მიწას - უფლება აქვს,
პარაზიტს კი - არასოდეს.

[1957 წლის 14 აგვისტომდე]