შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გზები გაუვალი...


გზები გაუვალი
და გზები გავლილი -
გულისტკივილით მაქვს
ყველა შესწავლილი.

ადის მწერვალზე, თუ
ჭაობში ეფლობა -
ერთი ნიშანი აქვს:
დაუსრულებლობა.

[1957 წლის 14 აგვისტომდე]