შუალედი - დან - მდე
 
 


* * *აქ ძვირფასი მოსჩანს ჩვენი...


აქ ძვირფასი მოსჩანს ჩვენი
    სვანეთის
ლაღი მთები - გამტანნი
    ერთმანეთის!
ყველაფერი სხივითაა
    ნანთები -
კაცთა სახე, ხეობები
    და მთები!
აქ ჩვენს მხატვარს საქართველოს
    ბუნება
სულითა და გულით
    ეხმაურება!
ფერს ახალი მოაქვს
    მოსინათლობა,
მადლობა მთებს! დიდზე დიდი
    მადლობა.

1957 წლის 3 ივნისი