შუალედი - დან - მდე
 
 


მოსკოვში... ფეხით


თუ ატლანტის ოკეანე
გადმოსცურა გმირმა ტივით,
მოჰქრის ველოსიპეტისტი
ინდოეთში რეაქტივით.

ატლანტიკას და ინდოეთს
ვერ დააფრთხობ ელვით, მეხით,
თუ...
მე მოსკოვში ჩავალ ფეხით.

1957 წლის 22 აპრილი