შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ო, ზღვაო, პალმის რტოო...


ო, ზღვაო, პალმის რტოო,
კაცთა მშვიდობის რტოო,
დიდი ოქტომბრის დროშით
ჰპოვო, რაც უნდა ჰპოვო.

აფხაზო! გაჰქრა დაღლა,
აღმზრდელის სული ახლა -
დიდი ოქტომბრის დროშას
სწევს მაღლა, უფრო მაღლა.

იტევს ვაჟკაცის ცნობა
ბავშის უწრფელეს გრძნობას,
დიდი ოქტომბრის დროშით
უძღვის თაობათ გრძნობას.

და ვერავითარ ატომს
ვერსად, ვერარა დროში
არ შეუძლია მოსპოს
დიდი ოქტომბრის დროშა!

1957 წლის 17 აპრილი