შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შენი წამწამით...


შენი წამწამით
მისდევს წამს წამი...
ჩამოგვირიგეთ
ყანწი სამ-სამი.
ზეცას უფრორე
გააქვს კამკამი...
შენი თვალები,
შენი წამწამი!
ულამაზესი
წყდება ცას ნამი.
შენი ღიმილით,
შენი წამწამით...

1957 წლის 2 აპრილი
შუადღის 5 საათი