შუალედი - დან - მდე
 
 


ფიქრი შაითან-ბაზარზე


ამ ღრიალს, ამ ჭუჭყის
სივრცეს ვინ აიტანს?
რაც ბაზრებს შეფერის,
შაითან-მაითანს -
იმით - აქ ვერავინ
ვერაფერს გაიტანს,
წავა ეს ყვირილიც
მოსულა საიდანც -
გაჩნდება კულტურა,
ბაზრებს ქვეშ დაიტანს.
            
1957 წლის 27 თებერვალი