შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩემს გაჭირვებას...


ჩემს გაჭირვებას
დღეს ხედავს ყველა -
არსაიდან კი
არ არის შველა!

მტერი მახვილით
ხელში მადგას თავს,
შეუბრალებლად
იღიმება... მკლავს...

ის ჩემგან ელის
მორჩილების ხმას,
მაგრამ, ხა, ხა, ხა!
ვერ ეღირსოს მას.

მოვკვდები, მაგრამ,
მზევ, შენც მიხვდები,
მტერს არასდროს არ
შევურიგდები!
         
1957 წლის 14 იანვარი