შუალედი - დან - მდე
 
 


მშენებელი ლადარია


მშენებელი ლადარია
რა ეშმაკმა გადარია,
თუ ავდარი გამოვიდა,
ის იძახის: რა დარია.
ნაცრის ქექვა თუ დაიწყო,
ის იძახის: ღადარია,
გვარით თუმცა მეგრელია -
წარმოშობით თათარია.
ვერ გავიგე მშენებლობის
დიდი საქმე რად არია,
მაინც მისი მშენებლობა
ბაბილონის სადარია:
შენდება და არც შენდება,
არც ვერხვი, არც ჭადარია.
რა ეშმაკმა გადარია
მშენებელი ლადარია?

სულ მუდამ მე ამომივა,
ბედია თუ ლატარია!

20 ივნისი, 1956