შუალედი - დან - მდე
 
 


ბუზები თაფლზე


ბუზმა იგრძნო
თაფლის ჰავა,
და ვერავინ
დააკავა:
მირცხულავა,
ბერულავა,
აბშილავა,
კეშელავა.
იქ ჩაჩავა,
აქ წვერავა,
იქ ხორავა,
აქ ფაღავა.
ხალხი ამბობს:
ვა, ვა! ვა, ვა!
დაგვაქცია,
გაგვატყავა -
თაფლს ჩააკვდი,
ლაპარტყავა!

2 თებერვალი, 1956