შუალედი - დან - მდე
 
 


* * * წინ, წინ სინათლისაკენ...


წინ, წინ სინათლისაკენ
გასწით თავგამოდებით.

სახალხო მგოსნის გზები
მოვრთეთ დაფნის ტოტებით.

ყვავილების მირთმევით
და ხელის გაწოდებით,

წინ, წინ სინათლისაკენ
პოეტის მოწოდებით!

შოთას, გურამიშვილის,
ბარათაშვილის გზებით,
ილიას და აკაკის,
ვაჟა-ფშაველას გზნებით.

[1956]