შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შენ ხარ ის მხეცი...


შენ ხარ ის მხეცი, რომელიც ყეფას
               არ აგვიანებს.
უცხოთ ნაჯახით შენ უპობ კეფას
              ადამიანებს.
გინდა თარეში, გინდა ტიტული
              და ოქრო ახლო,
სულით და გულით გამოფიტულო
              ბებერო ძაღლო.

[1956]