შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ზემოთიდან წამოსული...


ზემოთიდან წამოსული
ხმაურობენ, ვით მაყრები,
მთიდან მთაზე მოგრიალე
გაზაფხულის ნიაღვრები.

როგორ გვანან ის დღეები
ჩვენს მშფოთარე სიყმაწვილეს,
„მუმლი მუხას“ და „ლილეოს“,
დრო რომ გადაინაწილეს.

[1956 წლის 26 აგვისტო]