შუალედი - დან - მდე
 
 


* * *ო, გაზაფხულო...


ო, გაზაფხულო, მე შენ გიჯერი,
შენ მერცხალივით შემოიჭერი,
შემოიჭერი სულში და გულში,
ზამთრის სიავით მთლად დაჩაგრულში,
აანთე სრულად ჩამქრალი ალი -
იმედს თუ დარჩა რამ ნატამალი...
ამინთე რწმენა ხვალინდელ დღისა,
რომ არა მქონდა - შუქი მეღირსა.
ძლივს ვიდექ ფეხზე, ასე ვნებული,
მე, ყველასაგან მიტოვებული.
გარშემორტყმული ურიცხვი მტრებით,
ვფიქრობდი: რომლით წავიდე გზებით,
სნეულს და ოხერს ვინ შემიფარებს,
ვინ სანუგეშოს გამიღებს კარებს,
რომ იგრძნოს ტანჯვა უდასასრულო...
გმადლობ, სულ გმადლობ, ო, გაზაფხულო!

1956 წლის 12 აპრილი