შუალედი - დან - მდე
 
 


* * * თუ ხელოვნება და შრომა...


თუ ხელოვნება და შრომა
რა დიდებული განძია -
გინდა იცოდე, ხშირ-ხშირად
მოინახულე ვარძია.

თანაბრად უნდა იცოდე,
ხარ პატარა თუ ხარ ძია,
რომ უკვდავია წარსული -
მცხეთა, ასპინძა, ვარძია!

[1956]