შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მოძღვნილი სულით და გულით


მოძღვნილი სულით და გულით,
წიგნი ჰანგებით აივსო,
გზა ია-ვარდით ფარული,
დაგშვენებია, მაისო!
გზა მშვიდობისა! წინ გასწი,
არ მოეკიდოს თვალს რული,
ის დროშა კვლავ მაღლა ასწი,
რომ გამარჯვება გხვდეს სრული.
მოძღვნილი სულით და გულით,
ჩანგი ჰანგებით აივსო,
მღერენ მტევნები, ვაზს სხმულნი,
შენს დიდებულ სვლას, მაისო!
                    
[1955; 1957 წლის 14 აგვისტომდე]