შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ძველი აღთქმის ძველი ჯიში...


ძველი აღთქმის ძველი ჯიში,
რაღაც ზეციური შიში
მოდებია არეს, სადაც
ისახება უძოს ნიში,

აქ ზუბალის მოჰყავს ცხვარი,
მშვიდზე მშვიდი, წყნარზე წყნარი,
ღვინოც ჩამოუდგამს დოქით,
სადღეგრძელოს იტყვის ჯარი.

1955