შუალედი - დან - მდე
 
 


* * * დიდზე დიდი გამარჯვებით...


დიდზე დიდი გამარჯვებით
დაგვირგვინდა ომი.
ომი შესწყდა და გამოჩნდა
გზა, მშვიდობის მდომი.

ამ გზით ვნახე ტყეში ქალი
მარტოდმარტო მდგარი,
თმებს უწეწდა და თავსაფარს
მიუშლიდა ქარი.

ჩემს სალამზე მან პასუხი
როცა მომცა ზრდილი,
ომში მყოფი გაიხსენა
თავის შვილიშვილი.

და თვალთაგან მწუხარების
მას გადმოსკდა ღვარი,
შორს, სადღაცა, უდაბურ ტყის
პირად ჩადგა ქარი.

როს უდიდეს გამარჯვებით
დაგვირგვინდა ომი,
ქარი ჩადგა და გამოჩნდა
გზა, მშვიდობის მდომი.

ბევრმა შორით შორი ბრძოლის
გადმოლახა ტევრი,
მაგრამ თავის სამშობლოში
ვერ დაბრუნდა ბევრი.

1955