შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ეს სექტემბერი...


ეს სექტემბერი ტყის ფოთლებს ითვლის,
უძოს ფერდობზე ვამჩნევ სიყვითლეს,
    პირველ სიყვითლეს!
მშვენიერია ყაზბეგი, მეგი,
შორიდან შენი თეთრი ყაზბეგი
    მოკითხვას გითვლის.

1955 წლის 21 სექტემბერი