შუალედი - დან - მდე
 
 


გუშინ


ზურაბიშვილი ილია
რაინდი იყო ნამდვილი.
მის ფართან გადაზრდილია
გმირთა დღეთ კორიანტელი.
გუშინდელს დღე დღევანდელი
გადაეწნება კამარად,
იცოცხლებს ხსოვნა ნათელი
სულ მარად, მარად და მარად!

შორით შორს „კვალის“ ჩრდილია
თუ „ივერია“ დაცდილი,
აწმყოსთან გადაზრდილია
მომავლისაკენ გაწვდილი.
თუ წიგნი ასე განცდილი,
მოიფინება მთა-ბარად,
იცოცხლებს ხსოვნა ნათელი
სულ მარად, მარად და მარად!

დიადი გზა გახსნილია
პანთეონისკენ, იქ ფრთხილი
წარწერით გადახდილია
მრავალი ომი და ლხინი.
დასწანით დაფნის გვირგვინი -
ხსოვნის ხმა ჰქუხდეს ამ არედ,
იცოცხლებს სიტყვა ნათელი
სულ მარად, მარად და მარად!

გუშინ, კალამი მახვილი
მწერლისგან ჩვენ ჩავიბარეთ...
იცოცხლებს მისი სახელი
სულ მარად, მარად და მარად!

1955 წლის 3 აპრილი
საღამოს 7 საათი