შუალედი - დან - მდე
 
 


წიგნების კარადა


იმისთანა რა მოხდა, რომ
ააჟღერა გრძნობათ ძაფი?
სულ ეს არი - დღეს ახალი
შევიძინე წიგნის შკაფი.

ყოველი დღე ხალისიან
ვარსკვლავივით აკიაფებს,
სულ ეს არი - ერთი შკაფი
მიემატა სხვა ძველ შკაფებს.

1954, 24 ნოემბერი, მასსაჩუზეტი