შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გაფიქრებასებრ ჩქარი...


გაფიქრებასებრ ჩქარი, გარეთ ზუზუნებს ქარი.
გარედ ზუზუნებს ქარი, შიგნით ხმაურობს ღვინო.
მიდის ტალღაზე ტალღა, ვით იერიშზე ჯარი,
დახურულია ყველგან ცირკი, თეატრი, კინო.
ხელთ აქვს ოპერის თეატრს უზარმაზარი ქნარი.
ჰქუხს ტრომბობის ხმა, ჩანგი, ბუკი და პიანინო.
ხმა ორკესტრის და სცენის - ტრიალებს, როგორც ჯარა,
სულ მაღლა, ზევით, ზევით! ო, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა!

25 ნოემბერი, 1954 წ.