შუალედი - დან - მდე
 
 


* * * რაც ეს გაჩნდა ხეივანი...


რაც ეს გაჩნდა ხეივანი -
ტყის წერწეტა, ნაზი წელი,
არა მცირე გადის ხანი -
თითქმის მთელი ასი წელი.

ათასი წლის ხანად, დღემდე
ტყის შრიალებს ბაირაღი,
დარგეს იფნი და მას შემდეგ
ეწოდება იფნის ბაღი.

და ნიშიდან უძოს მთების
მწვერვალებზე ვისმენ შრიალს,
დღემდის სახე თამარ მეფის
შერჩენია ბეთანიას.

ქვევით ხევი მიჩხრიალებს,
ზევიდან კი ლაღზე ლაღი
არწივების დასტრიალებს
ფრთაგაშლილი იალაღი.

ჩანს მყინვარი. სწორედ მისი
დღეგრძელობის არის მთქმელი
ეს სამადლო, ეს კუმისი
და მარაბდა ძველისძველი.

და მიღელავს უდიადეს
წამებად და მცინარებად
სულ რაღაცა ორი ათას
წლის ცისფერი მდინარება.

[1954 წლის 9 ნოემბერი; 1956]