შუალედი - დან - მდე
 
 


სვინტრი


არც დვალეთში, არც ქიზიყში, არც ჰერეთში,
არც დღეის დღეს, არც ხვალეთში, არც მერეთში,
არც ბოხოხში, არც ცილინდრში, არც ბერეტში,
სვინტრი იგი ხარობს თურმე იმერეთში.

უნდა შუბლით ფიქრთა ნისლი გამერეკა,
მსურდა სწრაფად მსოფლიოსთვის დამერეკა,
რომ აღმოჩნდა, რომ აღმოჩნდა ამერიკა
და რომ სვინტრი ბალახია იმერეთში.

1954 წლის 13 ივლისი