შუალედი - დან - მდე
 
 


მაისის პატრიოტები


წინ, წინ სინათლისაკენ,
გასწით თავგამოდებით!
საყვარელი მაისის
ჩვენ ვართ პატრიოტები!
ჩვენს თვალწინ გაშლილია
ახალი წალკოტები...
წინ, წინ! დიდი მაისის
ჩვენ ვართ პატრიოტები!

წინ, წინ მაისის გზებით,
წინ! მშვიდობით ვიაროთ,
მშვიდობისთვის გულისთქმა
ერთურთს გავუზიაროთ!
ბრწყინავს ჩვენი ვარსკვლავი
ახალის ალ-მოდებით,
მშვენიერი მაისის
ჩვენ ვართ პატრიოტები!

შეხედეთ! ვით ახლოა
ჩვენს მიზნებთან ჩინელი!
რა ღამე გადიტანა
ბნელი და საშინელი!
ასე! სძლია კეთილმა
დღეს, სავსეს ბოროტებით...
წინ! მაისის მგზნებარე
ჩვენ ვართ პატრიოტები.

მიდის ჩვენი მაისი
მგზნები ნება-გონების,
მღერის ჩვენი მაისი
მედგარ მილიონების,
ჰყვავის ჩვენი მაისი
გაზაფხულის ტოტებით.
ამნაირი მაისის
ჩვენ ვართ პატრიოტები!

ეჰ, კორეა, კორეა!
საქმე შენი დიდია.
დიად მომავლისათვის
ის ურყევი ხიდია.
წინ, წინ სინათლისაკენ,
გასწით თავგამოდებით!
გმირთ-გმირ კორეელების
ჩვენ ვართ პატრიოტები.

შენ ხომ ხმა აღიმაღლე,
ხმა პასუხის მგებელი,
ძირს ახალი მსოფლიო,
ომის გამჩაღებელი!
წინ, წინ მაისის გზებით
ბოროტზე აღშფოთებით,
უდიადეს მშვიდობის
ჩვენ ვართ პატრიოტები.

ჟღერს მშვიდობის ქუხილი
უდიდესი ხარტიის,
გერმანიის სახალხო
მხარეთ დემოკრატიის.
ო, ძვირფასო მიზნებო,
დასძართ ოქროს ზოდები!
წინ, წინ! დიდი მაისის
ჩვენ ვართ პატრიოტები!

ამერიკის, ინგლისის
ხალხმა შვებით იაროს,
როს ახალი ცხოვრების -
დროშა ააფრიალოს.
ასწით მეგობრობის გზით
ერთა ძმობის ყლორტები,
იმ ბედნიერ მომავლის
ჩვენ ვართ პატრიოტები.

ისინი კი, რომელთაც
ომის სურთ გაჩაღება,
ვისაც ტყვიამფრქვევების
უყვარს აჭახჭახება,
ააფეთქეთ, აჰყარეთ,
აქციეთ ნაფოტებად,
დიდზე დიდი მაისის
ჩვენ ვართ პატრიოტები.

რა რიგ დიდებულია
სამშობლოს აღმავლობა,
რა სიდიადეს ნახავს
ჩვენი შთამომავლობა!
იმ მომავლის სახელით
რომ იშლება ყლორტები,
წინ, წინ! დიდი მაისის
ჩვენ ვართ პატრიოტები!

მაისს მძლე სიყვარული
ისევ მოაქვს შენდამი,
მხარევ, რომლის სახელი
არის მხნე ვიეტნამი!
სიმღერებით, სიახლით,
შრომით და მოწოდებით
წინ, ბრწყინვალე მაისის
ჩვენ ვართ პატრიოტები.

მედგრად ჰქუხს კონტინენტი
ყოველ ახლის შეგნებით.
კიდევ მრავალ სახალხო
ახალთ ახალ ქვეყნებით,
ვერრით ვერ დაძლეული
ბნელი მიკიოტებით.
წინ, ბრწყინვალე მაისის
ჩვენ ვართ პატრიოტები.

ბაკტეოროლოგიურს
ვინაც ომებს ეწევა,
ის ვერასგზით სახალხო
რისხვას ვერ გაექცევა.
ბრწყინავს ჩვენი კავშირის
ვარსკვლავი ალმოდებით,
წინ, ბრწყინვალე მაისის
ჩვენ ვართ პატრიოტები!

მოვაშოროთ მსოფლიოს
ღამე უდასასრულო,
ხვალევ, აქა მშვიდობა,
მშვიდობის გზა, წარსულო!
წინ, წინ, ჩემო სამშობლოვ!
შრომით, თავგამოდებით,
წინ, წინ! დიდი მაისის
ჩვენ ვართ პატრიოტები.

მალე ვიტყვით: კარგ ბედით,
ახალი ვარსკვლავედით,
გზას მშვიდობით გავედით,
სტალინის გზით გავედით!
ბრძენის, დიდი ბელადის
ძახილზე არ ვყოვნდებით -
წინ, წინ! დიდი მაისის
ჩვენ ვართ პატრიოტები.

1952