შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ამხ. რედაქტორი საეჭვო წყაროს...


ამხ. რედაქტორი საეჭვო წყაროს
პირს მოვალეა კოკით იაროს...

თუმც ბევრჯერ ტვირთქვეშ წამოიჩოქა,
მიაქვს და მოაქვს ჭორების კოკა...

მორწმუნეს ლბილ გზის და ფიანდაზის,
ვეჭვ, ცნობა ჰქონდეს ძველი ანდაზის,

ცნობილს ამ წყაროს მიდამოიდან:
კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს!

1952 წლის 31 დეკემბერი