შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩემო მკითხველო!..


ჩემო მკითხველო!
სივრცეა, დროა,
    მზე თუ ქნარია,
რაც სახალხოა -
    უტყუარია!

გულს უხარია...
    იმედთა გროვა.
უტყუარია -
    რაც სახალხოა,

ხვალის დღის გვჯერა:
    ჩვენი ალღოა
ჩვენი სიმღერა! -
    ის სახალხოა.

1952 წლის 1 იანვარი