შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩვენში ბევრი პოეტია...


ჩვენში ბევრი პოეტია
დიდი ხნიდან შაბაშელი,
მაგალითად, გინდ ავიღოთ,
აგერ, ჩვენი აბაშელი.
„კოლმეურნის სიმღერას“ სწერს,
მასთან რაა, აბა, შელი.

ამისთანა არ მსმენია,
რომ ბულბული ზმუკიოდეს,
კოლმეურნე კომუნიზმის
შენების დროს ფხუკიოდეს.
კომუნიზმსა აშენებდეს,
თან „სიყვარულს“ ცმუკიოდეს.
აქ, მგონია, აბაშელი
ცოტა ენა ბლუკიოდეს!

1950, 21 სეკტ.