შუალედი - დან - მდე
 
 


უშთაგონებო ცხოვრების წინააღმდეგ


თქვენ, მომავალის ვარდთა კონებო,
ყმაწვილკაცებო და გოგონებო,
ზეშთაგონებით უნდა იცხოვროთ,
რა არის ყოფნა უშთაგონებო?
ზეშთაგონებით უნდა აავსოთ
ქვა, დაბადებით უშთაგონებო!

[1950]