შუალედი - დან - მდე
 
 


ხალხური მოტივებიდან


კლდეში ხმალი გადუნახავთ,
მაგრამ ნეტავ ვიცოდე, -
საჭირო დროს ხმალი იგი
რად არ გამომიწოდე?

მე ვებრძოდი უმართლობას,
თავი ვერ შეგაცოდე.
მაინც ვკვირობ, ხმალი იგი
რისთვის არ მომაწოდე?

მეცა მქონდა, გადამიტყდა,
ახლა უნდა ვიწოდე.
მბოჭავს მტერი, ხმალი, ხმალი
რად არ გამომიწოდე?

რად არ მოხველ, ნისლი შუბლით
რად არ გადამიდენე?
რისთვის გული დამიღამე,
რისთვის არ გამითენე?!

[1950 წლის 26 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე]